ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე პირველი წრე წარმატებით გაიარა

21 აგვისტო 2019, 12:45 2519 ნახვა

მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა. მან მსოფლიოს 101-ე ჩოგანი, ბრიტანელი Heather Watson ორ სეტში, ანგარიშით 6-4 6-2 დაამარცხა, რისთვისაც მას ერთი საათი და 33 წუთი დასჭირდა.

მეორე წრეში მისი მეტოქე მსოფლიოს 163-ე ჩოგანი, კორეელი Na-Lae Han იქნება. ისინი ერთმანეთს პირველად ხვდებიან. ჰანი მსოფლიო რეიტინგში 163-ე, ბოლქვაძე კი 202-ე ადგილზეა.

რაც შეეხება მეორე ქართველ ჩოგბურთელს ეკატერინე გორგოძეს, ის პირველი რაუნდის მატჩში ჩინელ ვანგთან ანგარიშით 1:6, 3:6 დამარცხდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი