ლევან ასანიშვილი, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა , ის ბათუმის თასის პირველი მფლობელია. ტურნირში 60 - მდე მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა ,მათ შორის სომხეთიდან , უკრაინიდან და თურქეთიდან.
ტურნირი, რომელიც საქართვლოს ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის ეგიდით გაიმართა, ტრადიციული გახდება და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება.