ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც ვუყურებთ - ომბუდსმენი გუგუტიანთკარში ჩავიდა

15 აგვისტო 2019, 21:36 1898 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარის მოსახლეობას შეხვდა.

ომბუდსმენი  ის სახლები მოინახულა, რომელიც ოკუპირებულ მხარეს მოექცა.

„ვნახე ბოლო დღეების განმავლობაში დამონტაჟებული კონსტრუქციები. ვნახე ორი სახლი, რომელიც ექცევა ოკუპირებულ მხარეს. ვესაუბრე ერთ-ერთი სახლის მესაკუთრეს, რომელიც დემონტაჟს ახდენს თავისი სახლის. უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ შევა ამ ტერიტორიაზე. ეს ძალიან მძიმე ადამიანური ტრაგედიაა. 

ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ.

ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ. ის ოჯახი, რომელიც დღეს სახლის დემონტაჟს ახდენს, ამ დრომდე ცხოვრობს გორში. სახლში, რომელიც არ აქვს დაკანონებული. წლებია ეს ოჯახები ითხოვენ, რომ ეს ფართი დაუკანონდეთ.

მინდა მივმართო თვითმმართველობას, ხელისუფლებას, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს. ძალიან ბევრი ფუნდამენტური უფლება ირღვევა ამ ადამიანების. დაწყებული საკუთრების უფლებით, ოჯახებს აღარ ექნებათ აქ გადაადგილების შესაძლებლობა, ასევე გადაადგილების და უსაფრთხოების უფლება. მთელი სპექტრი ადამიანების უფლებების ირღვევა აქ“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან კვლავ განაახლეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი