საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 30 კილომეტრში, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 11 საათსა და 35 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ძლიერი ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.