კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩამოვარდა გადამღებ ჯგუფებს ქვები დაუშინეს 

29 ივლისი 2019, 12:11 9845 ნახვა

ინციდენტი მოხდა ბათუმში მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩაწყდა და შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა მყოფმა კომპანიის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პირველი არხის ოპერატორს კი თავში ქვა მოხვდა. 

მედიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და მომხდარის დეტალებს აზუსტებდნენ. 

ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება. 

ინციდენტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მოხვდა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა, რომელშიც  6 ადამიანი იმყოფებოდა. 4 მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

კორპუსს კომპანია ''გრანდ სითი აშენებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი