''სად გაიზარდე შვილო... ნუ უზრდელობ, დაწყნარდი '' - ბიძინა ივანიშვილი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს

17 ივლისი 2019, 13:20 12602 ნახვა

''სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ ... ''დაწყნარდით ცოტა'', ''ნუ უზრდელობ'' — ასეთი რეპლიკებით მიმართა პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა.

ბიძინა ივანიშვილი - ''ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე, როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს რა თქმა უნდა შსს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა, დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები. გახარიამ დაიცვა სახელმწფო ახალი გადატრიალებისგან''.

ჟურნალისტი: რეზინის ტყვიები ბატონო ბიძინა?

ბიძინა ივანიშვილი: - შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ, დაწყნარდი.

 

ივანიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, რუსთავი 2-ს შეადარა. 

როგორ გავხართ ერთმანეთს - უთხრა პარტიის თავმჯდომარემ  ჟურნალისტს.

ბიძინა ივანიშვილი - ''მე ვამბობ იმას, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს და ხალხი ბრძენია. 200 კაცს უყრიან თავს თბილისში და 200 კაცს დასავლეთში. 

ჟურნალისტი: - ათასობით ადამიანი იყო გამოსული...

ბიძინა ივანიშვილი: - რომელი ტელევიზიიდან ხარ შენ?

ჟურნალისტი: - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.

ბიძინა ივანიშვილი: - დამელოდეთ, დამელოდეთ... 

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე რუსულ ბაზარზე საუბრობდა, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტურიზმის სფეროში რუსეთის მიმართულებით დახარჯულ თანხებზე ჰკითხა.

 

ბიძინა ივანიშვილი - ''სხვა ტურიზმიც შემცირდა სხვათა შორის. რისი სურვილიც აქვთ თქვენს მეპატრონეებს''...

ჟურნალისტი - ''ჩვენი ვინ არის  ბატონო ბიძინა?''

ბიძინა ივანიშვილი - ნაციონალური მოძრაობა მყავს მხედველობაში, აჭარის ტელევიზია მე მგონი მისი ფილიალია. 

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი - ''არა ჩვენ ხალხი გვაფინანსებს''. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში