წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენას ითხოვენ

03 ივლისი 2019, 21:10 1808 ნახვა

წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ხიდების შეკეთება ჯერ ისევ არ დაწყებულა ქედაში. რამდენიმე დღის წინ დოლოგნის თემში მდინარე ბზანას ადიდების შედეგად ერთი საავტომობილო და ერთი საცალფეხო ხიდი გამოვიდა მწყობრიდან. 

ალტერნატიული გზის არარსებობის გამო, საფრთხის მიუხედავად საცალფეხო ხიდზე მოქალაქეები მაინც გადაადგილდებიან. გარდა მისი აღდგენისა, მოქალაქეები არსებული რისკებიდან გამომდინარე, ნაპირის გამაგრებასაც ითხოვენ. იხსენებენ წლების წინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებსაც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი