ერთიანი ეროვნულ გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. ბათუმის საგამოცდო ცენტრში, რომელიც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია განთავსებული აცხადებენ, რომ საგამოცდო პროცესი მშვიდ გარემოში, მიმდინარეობს და არანაირი ხარვეზი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
როგორც ცენტრში განმარტავენ, პირველად გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტები სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 53 სექტორი და 737 აბიტურიენტია.
ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხულოს საგამოცდო ცენტრშიც. დარეგისტრირებული 74 აბიტურიენტიდან დღეს მხოლოდ 2 არ გამოცხადდა. დაგვიანებას ან რაიმე სახის დარღვევას ამ დროისთვის ადგილი არ ქონია. ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს 11 ქალაქსა და 23 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.