პარლამენტთან დღეს, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. გუშინ კი აქციამ გვიანობამდე გასტანა. სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებად ისმოდა პოლიტიკური განცხადებები, თუმცა მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. პროტესტის უკიდურეს ფორმა 5 ახალგაზრდა აგრძელებს და შიმშილობს. აქციის მონაწილეებმა პერფომანსიც გამართეს და პარლამენტს ზურგი შეაქციეს.
შეკრებილებთან მომღერალი ნინო ქათამაძე მივიდა და სიტყვით მიმართა. მანამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 22 ივნისს ბოლოჯერ იმღერა რუსეთში. გვიან ღამით აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა გვაზავამ შეყვარებულს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო... გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეების ოვაციები მოყვა.