ბათუმში, აბიტურიენტები წელს პირველად ორი საგამოცდო ცენტრში გადანაწილდებიან. ქალაქში თვის ბოლოს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი იხსნება. იგი ბათუმის პირველი სკოლის ეზოში აშენებულ ახალ შენობაში განთავსდება. შენობაში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამზადისი მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ 30 ივნისს გაიხსნება.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი აბიტურიენტთა რაოდენობის გაზრდაა,შეცდომის თავიდან ასაცილებლად მისამართი სარეგისტრაციო ბარათში იქნება მითითებული. საგამოცდო ცენტრი ხულოშიც მოქმედებს ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 1 ივლისს იწყება.