რიოს ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენებს სიურპრიზები ელოდებათ. ოქროს მედლების პრიზიორებს - ლაშა ტალახაძეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, კომპანია "სვეტი" ბათუმში მშენებარე ოლიმპიურ კომპლექსში საჩუქრად საცხოვრებელი ბინებს გადასცემს. ბინებს მიიღებს ოლიმპიადაზე აჭარიდან მოასპარეზე 6 სპორტსმენი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და აჭარის ოლიმპიური კომიტეტისა და დეველოპერული კომპანია "სვეტის" წარმომადგენლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა.