სამშობიარო სახლის მედიკოსები დირექტორს წილების გასხვისებაში ადანაშაულებენ

30 მაისი 2019, 12:20 5707 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლის მედიკოსები  დირექტორ, ჯუმბერ უნგიაძეს, წილების გასხვისებაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, ჯუმბერ უნგიაძემ საავადმყოფოს 100%-იანი წილი მიითვისა და დაწესებულების გასხვისებას უცხოელებზე გეგმავს. მედიკოსები ხელფასების გაუცემლობასა და არასათანადო სამუშაო გარემოზეც საუბრობენ. მათმა ნაწილმა უკვე აირჩია ახალი დირექტორი, თუმცა აცხადებენ, რომ ახალარჩეულ დირექტორს, ნანა შერვაშიძეს სამუშაოს შესრულების უფლებას არ აძლევენ. 

მედიკოსები შენობის ეზოში შეიკრიბნენ, ხოლო შემდგომ სამშობიარო სახლის უფლებამოსილ პირის, ნუგზარ პაპავას მიერ ორგანიზებულ თათბირზე შევიდნენ, თუმცა დიალოგი შედგა.    თავად  ჯუმბერ  უნგიაძე და მისი  უფლებამოსილი პირი ნუგზარ  პაპავა მედიკოსების ყველა ბრალდებას უარყოფენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი