მაღაროელები კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას არ დათანხმდებიან

27 მაისი 2019, 12:11 1337 ნახვა

ჭიათურელი მაღაროელები კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას არ დათანხმდებიან. საპროტესტო აქციები 11  დღეა მიმდინარეობს. მაღაროელების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს, გაფიცვასთან დაკავშირებით, დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს იბარებენ. პარალელურად კომპანია „ მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა,  რომ  პირველი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25 პროცენტიანი ზრდაა დაგეგმილი. 

უფრო კონკრეტულად: ივლისიდან – 15 პროცენტიანი ხოლო 2020 წლის პირველი  ივლისიდან – 10 პროცენტიანი; ან პირველი ივლისიდან – ხელფასის 10 პროცენტიანი ზრდა  და 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა.   სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე. შეთავაზებებს შორისაა კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება,  სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში