თბილისში, კალანდაძის ქუჩის ასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი დაგორდა და სამ ავტომობილს დაეჯახა. დაშავებულია ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.