სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა იყო.
3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგის ეპიცენტრი კახეთში, ყვარელში დაფიქსირდა. მიწისძვრა სეისმოლოგებმა თბილისის დროით 21 საათსა და 34 წუთზე დააფიქსირეს.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ მიწისძვრა დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 10 კილომეტრში იყო.