ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში 

05 თებერვალი 2025, 15:08 93 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე შეხვდება ყაზახ კოლეგას  პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ჩანიშნულია აუდიენცია ყაზახეთის პრეზიდენტთანაც.  

ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, ქართულ დელეგაციას აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, თანაც იმ ფონზე როცა  ბოლო წლებში შუა დერეფნის როლი იზრდება და ორი ქვეყანა ამ კუთხით თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში