ბათუმში 24 საათიანი საპროტესტო აქცია წყდება და ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

05 თებერვალი 2025, 00:19 362 ნახვა

ბათუმში, 24 საათიანი კარვების აქცია შეწყდა. ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანის შემდეგ მიიღეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე, "ბათუმელების" და " ნეტგაზეთის" დამფუძნებელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს და უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში მასზე თავდასხმის ბრალდებით იმყოფება. 

ორგანიზატორების განცხადებით აქციები ბათუმში ისევ გაგრძელდება და საპროტესტო გასვლებს აჭარის მუნიციპალიტეტებშიც გეგმავენ. ციალა ქათამიძის განცხადებით, აქციები მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება.

70 დღეა მომიტინგეები ხელახალ არჩევნებს და საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მოითხოვენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში