26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახული სამი პარტიის 49 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მომდევნო ეტაპი საკითხის პლენალურ სხდომაზე გატანაა, თუმცა კონკრეტულად თარიღი, როდის გავა აღნიშნული საკითხი სესიაზე ჯერ ცნობილი არ არის.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციას 61 მანდატი აქვს.