"ქართულ ოცნებას" რამდენიმე დეპუტატი გამოეყო. ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი, "ევროპელი სოციალისტების" ბაზაზე, ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ჩამოაყალიბებენ.
ილია ინჯიამ ვარლამ ლიპარტელიანთან და ნიკა ელისაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფის მისია ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულება იქნება.
დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც სამ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას მანდატები შეუწყდა.