შარაბიძეების დაწყებითი სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დაიხარჯა 64 ათასი ლარი, რომლის ფარგლებშიც სკოლაში გარემონტდა საკლასო ოთახები, შენობაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. ამჟამად დაწყების სკოლაში 48 მოსწავლე სწავლობს. სამუშაოები აჭარის განათლების მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.