ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ბათუმის მერიაში ბიუჯეტირების ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა . მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს საკუთარი საპროექტო განაცხადის დარეგისტრირება იდეა.ბათუმი.ჯი- ზე შეუძლია.
პროექტის მიზანი ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავებაა. მონაწილეობით ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის შემუშავება დემოკრატიული მმართველობის ინიციატივისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.