უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნა. დეპუტატებმა ორ საკითხზე – ახალ რეგლამენტსა და გარემოს დაცვის კომიტეტში ახალი წევრის მერაბ ბლადაძის დამატებაზე იმსჯელეს. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, საგაზაფხულო სესიაზე უნდა დამტკიცდეს.
ცვლილებები ახალი კონსტიტუციის მიღებითაა გამოწვეული, საკანონმდებლო ორგანოს ეზრდება მთავრობის კონტროლის მექანიზმები, შემოდის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში, ასევე მინისტრის საათი.