საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.
პირისპირ შეხევდრა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკასა და მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლს.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.