რა იგეგმება ახალ ბულვარში?

01 მარტი 2019, 00:00 1933 ნახვა

ბათუმის  ბულვარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება თუ გადაეცემა ქალაქის მერიას? - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას ბულვარის კონცეფციაზე მუშაობის  დასრულების შემდეგ მიიღებენ.

რაც შეეხება ახალი ბულვარის განვითარებას, მინისტრის თქმით,  აზიის ბანკთან ჭოროხის ხიდის მშენებლობაზე აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს, ამასთან დაგეგმილია გონიოში მცირე პოლიგონის, კონკრეტულად კი 48 ჰექტარის ფართობის განაშენიანება.

ბათუმის ბულვარის ბიუჯეტში თანხა უკვე გათვალისწინებულია ახალ ბულვარში ახალი ატრაქციონების განსათავსებლად და საბავშვო კუთხეების მოსაწყობად. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში