ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლების ათეულშია

21 თებერვალი 2019, 00:00 3056 ნახვა

გურიაში, ჩიბათის სკოლა იყო დღეს მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გადასაღებ მოედნად ქცეული სკოლა ახლა უკვე მსოფლიოშია ცნობილი. ამ ყველაფრის მიზეზი კი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავაა.

დღეს გახდა ცნობილი რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა. საპატიო ადგილი ქართველმა მასწავლებელმა, ბრიტანელ, ამერიკელ, იაპონელ, ჰოლანდიელ და კიდევ 5 ქვეყნის მასწავლებელს შორის დაიკავა. ეს დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის.

ცალკე თემაა როგორ აფასებს, ან რატომ ვერ აფასებს სათანადოდ სისტემა მსგავსი პედაგოგის შრომას, თუმცა დღეს ჩვენ მხოლოდ მის კრეატიულ გაკვეთილებსა და მის გეგმებზე ვისაუბრებთ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი