ხულოში მეხანძრეები მეჩეთთან გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ

19 თებერვალი 2019, 00:00 9915 ნახვა

ფოტო: ლენა მამულაძე 

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში, მეხანძრეები მეჩეთთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.  ცეცხლი მეჩეთის დამხმარე ნაგებობას, მედრესს გაუჩნდა.

ადგილზე ხულოს სახანძრო სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა მუშაობს. ამ ეტაპზე უცნობია რამ გამომწვია ხანძარი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში