საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა გაიხსნა. მისი მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. მონაწილეებისთვის ლექციებს 10 დღის განმავლობაში წაიკითხავენ. პროექტი საკონსტიტუციო სამართლისა და ილიაუნის სამართლის სკოლასთან ერთად წელს უკვე მეცხრედ ხორციელდება.