გონიოში ეზოს კეთილმოწყობით სამუშაოებს ითხოვენ

02 ოქტომბერი 2018, 00:00 2315 ნახვა

გონიოში მცხოვრები მოსახლეობა ეზოს კეთილმოწყობას ითხოვს. აფსაროსის გზატკეცილის მესამე შესახვევში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო ორი წელია ტერიტორია მოუწესრიგებელია. ანტისანიტარიაა, რის გამოც ეზოში ქვეწარმავლები და მწერები ჩნდება. ისინი ბათუმის მერიას მიმართავენ დაინტერესდნენ მათი პრობლემით,  ასევე ეზოში ბავშვთა დასასვენებელი პარკის ან ავტოსადგომის მოწყობას ითხოვენ.   

ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. მათ “ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეუერთდა. რაულ თავარქილაძე მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან და  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შესაბამისად დაგეგმავენ. სანდასუფთავების სამსახურში კი გვითხრეს, რომ ტერიტორიის დალაგება დღეს უკვე დაიწყეს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი