საქართველოში ხვალიდან პოლიეთილენის პარკების მოხმარება, იმპორტი და წარმოება ნაწილობრივ იკრძალება. საუბარია, 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოებაზე, რეალიზაციის და იმპორტის სრულად აკრძალვასა და მისი ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლებაზე.
რეგულაციის თანახმად, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პარკების ნაწილი ხვალიდან, სრულად კი 2019 წლის 1-ელი აპრილიდან აიკრძლება. რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.