დღიდან აჭარაში კიდევ ერთი ფესტივალი დაიწყო. გადამფრენ ფრინველებს უცხოელი სპეციალისტები დააკვირდებიან,რომლებიც რეგიონში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები და ფრინველებზე დაკვირვება, საღამოობით კი სპეციალისტები ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ. გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალი 8 სექტემბერს დასრულდება.