ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა.
საბჭოს შემადგენლობაში უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ, უნივერსიტეტის ძლიერ მხარედ განვითარების მაღალი შესაძლებლობა, მომავალზე ორიენტირება და რეფორმების კუთხით აქტიურობა განისაზღვრა.