ბათუმის დინამოს სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფარიანი მინდორი დაზიანებულია. დაზიანებულია გასახდელებისა და საშხაპეების შენობაც, ამბობენ რომ იქ წყალი ჩამოდის. ფეხბურთელები შეხვედრებს ვერ ატარებენ ვერც ხელოვნურსაფარიან მოედანზე.
ეს მოედანი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ბათუმის „დინამოს“ საშინაო შეხვედრების ჩატარება ისევ ქუთაისში უწევს. რატომ დაზიანდა მინდორი? რითი ხსნიან ხარვეზებს მშენებლები და რას ამბობენ მერიაში, რომელმაც თავის დროზე ობიექტი ჩაიბარა, თუმცა დღეს პასუხისმგებლობას იხსნის?