ვადაგასული ხორცისთვის ბიზნესოპერატორი 500 ლარით დაჯარიმდა

28 აგვისტო 2018, 00:00 8080 ნახვა

ბათუმში ერთი ტონა ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს. მაცივრებში გადამალული ხორცი  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა. ამის შესახებ შესახებ ინფორმაცია სააგენტოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა მიაწოდა. კონტროლის შედეგად ბიზნესოპერატორი – შპს „ბაკური“ 500 ლარით დააჯარიმეს.ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ჯარიმით არ კმაყოფილდება და აპირებს ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას მიმართოს. მერაბ ღოღობერიძე  შპს-ს  ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვს.შპს ბაკურს ჩვენი გადამღები ჯგუფი ვერ დაუკავშირდა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში