მიტოვებული და ნანგრევებად ქცეული ეკლესია

20 აგვისტო 2018, 00:00 5058 ნახვა

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას და გორგასლის ქუჩების კვეთაში 1877 წელს აგებული ყოფილი სომხურ-კათოლიკური ეკლესია დღეს მიტოვებული და დანგრეულია. 

სამლოცველო სომეხი კათოლიკეებისთვის აშენდა, ათწლეულების შემდეგ ფუნქცია შეეცვალა. საბჭოთა პერიოდში ტაძარში სპორტული დარბაზი და ჭიდაობის სკოლა განათავსეს.

საბავშო ეტლი, ფეხსაცმელი, ძველი სკამი, გამათბობელი და ხის ჯვარი - ამ ყველაფერს ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობაში ნახავთ. 

შენობას აღარ აქვს სახურავი. ის გასული წლის ზამთარში თოვლმა დააზიანა. 

მოსახლეობა ყვება, რომ ყოველ კვირაში იქ მამა მატათა მიდის და პარაკლის იხდის. 

ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. 

ყოფილი ეკლესიის კარს დღეს ბოქლომი ადევს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში