ტრადიციული დოღი, რომელიც თითქმის საუკუნეს ითვლის. დღეს ბახმაროში სახალხო ზეიმია, ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები ღებულობენ მონაწილეობას.
სულ 5 გარბენი მოეწყო. „ბახმაროს თასი 2018“-ის მფლობელი წელს ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა. დოღის დასრულების შემდეგ კი სტუმრებმა მზის ჩასავალ გორაზე გადაინაცვლეს სადაც ელექტრონული მუსიკა ჟღერს.