გემთან, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება კავშირი გაწყდა

17 აგვისტო 2018, 00:00 9749 ნახვა

კავშირია გაწყვეტილი პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება  - განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით ბოლო კონტაქტი გემთან, 14 აგვისტოს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

''პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია 14 აგვისტოს გაწყდა კავშირი. ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO'' - ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარეობს მოძიებითი სამუშაოები. საქმეში ჩართულია რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი.

გემზე ბათუმელი მეზღვაურებიც იმყოფებიან. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს მეოთხე დღეა ვერ უკავშირდებიან. ისინი ეჭვობენ, რომ მეზღვაურები მეკობრეებმა ტყვედ აიყვანეს.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი