ფერმერები თხილის უხარისხო მოსავალზე საუბრობენ

07 აგვისტო 2018, 00:00 1924 ნახვა

ქობულეთში მეთხილეობით დაკავებულ ფერმერებს  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. ფერმერები  ტიტე აროშიძეს  თხილის მოსავლის პრობლემებზე ესაუბრნენ და დახმარება სთხოვეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაწილს მოსავალი გაუნადგურდა, ნაყოფი დაზიანებულია,  ნაწილმა კი მხოლოდ მცირედით ისარგებლა.

მინისტრის ინფორმაციით, უწყება კომპენსაციებს  ვერ დაარიგებს , თუმცა პირობა დადო, რომ მოლაპარაკებას გამართავს სადაზღვევო კომპანიებთან, ასევე შეხვდება საფინანსო  ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ  ფერმერთა სესხების  გადავადება მოხდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი