''მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის-2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ''

07 აგვისტო 2018, 00:00 2195 ნახვა

''მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დღეს მრგვალი მაგიდა  შეხვედრაში მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი  და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ეწვივნენ.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განიხილავენ ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას.

განახლებული:

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი