აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია პასუხისმგებლობას იღებს რეგიონის მთავრობის ახალი თავმჯდომარის საქმიანობის კონტროლზე. აჭარის ახალ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის წესი განისაზღვრა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე ვალდებულია რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში წელიწადში ერთხელ ანგარიშით წარსდგეს. გუშინ 14 ხმით აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა, ისინი მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან შეუდგებიან.