ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უმაღლესი საბჭო საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. თუმცა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ მისი ოპონენტები მანდატებზე უარს არ იტყვიან და უმაღლეს საბჭოში კუთვნილ ადგილებს დაიკავებენ.
ოპოზიციის უმრავლესობა კი დეპუტატობაზე უარს აცხადებს. ეს მათ ოფიციალურადაც დაადასტურეს და საკანონმდებლო ორგანოს განცხადებებით მიმართეს. განცხადება ჯერ მხოლოდ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრებს არ დაუწერიათ. 26 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარის უმაღლეს საბჭოში 4 მანდატი ერგო „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, 2-ი „გახარია საქართველოსთვის“, 1 მანდატი „კოალიცია ცვლილებებისთვის და ერთიც „ძლიერ საქართველოს“.