აშშ-თან ურთიერთობები - პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, რომელსაც საფუძვლად კონკრეტული გზამკვლევი ექნება დადებული, მაგრამ ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძის თქმით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ქვეყანაში ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხებას.