ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი

24 იანვარი 2025, 12:03 105 ნახვა

შეუჩერდება თუ არა საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში? საკითხს რამდენიმე დღეში განიხილავენ. თუ საკითხი 30 დეპუტატის მხარდაჭერას მიიღებს, იგი გადაეცემა კომიტეტს, რომელიც განიხილავს რამდენად საფუძვლიანია ეს მოთხოვნა.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ – კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო – 5 იანვარს საერთო წერილით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეაში პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს, და მოუწოდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მანდატები არ აღიაროს.
ხელმომწერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი უნდა გახდეს ახლად არჩეული დეპუტატების მანდატების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა 27 იანვარს უნდა გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში