სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

22 ივლისი 2018, 00:00 2067 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სახელმწიფოს პასუხიმგებლობას ეხებოდა. სიცოცხლის უფლება დაირღვა, რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საავადმყოფოში კვალიფიციური მომსახურების ვალდებულების შესრულება _ აცხადებს მოსარჩელე მხარის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებისას.

საქმე ეხება 2004 წელს მომხდარ ფაქტს, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაშავებული პირი ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქართულმა სასამართლომ სამედიცინო შეცდომა დაადგინა, თუმცა გარდაცვლილის დედას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. ადვოკატის ემზარ პაქსაძის განცხადებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ მორალური კომპენსაციის მოთხოვნის საშუალება მისცა და ისინი ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო დავის საქართველოში გაგრძელებას გეგმავენ. დაზარალებულმა გულნარა სარიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს 2008 წელს მიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი