“თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება

22 ივლისი 2018, 00:00 1410 ნახვა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები  იგეგმება, რაც იმას  გულისხმობს, რომ შესაძლოა  თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასაშვები გახდეს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ მაისს ამოქმედებული  რეგულაციებით, სამედიცინო და უმაღლესი სასწავლებლების გარე ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია, რაც არაერთხელ გამხდარა  კონფლიქტის მიზეზი.   აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, ცვლილება შევიდეს სპექტაკლის მიმდინარეობისას თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებითაც, ასევე სამორინეებსა და სიგარა ბარებში თამბაქოს მოწევაზე დაშვებულ გამონაკლისზე ვადა დაწესდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი