რატომ გადადგა ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან, რატომ არ დაესწრო ის ესტაკადის გახსნას და რეგლამენტის დარღვევით რატომ მოხდა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის წარდგენა პრეზიდენტის მიერ - ეს კითხვები ჰქონდათ ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს. ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ მიიჩნევს რომ კონსტიტუცია ირღვევა, მაშინ როცა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ხელმოწერის გარეშე წარედგინა უმაღლეს საბჭოს, და არა ისე, როგორც ეს საქართველოს პარლამენტში ხდება რეგლამენტის მიხედვით.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მოტივი იმისა, რომ პეტრე ზამბახიძე ევროპული საქართველოდან'' არ დაესწრო დღევანდელ სხდომას და საკანონმდებლო ორგანო დატოვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დეტალებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრებენ, თუმცა დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლა ოპოზიციის მოთხოვნა იყო. რეგლამენტით გათვალისწინებული განცხადებების შემდეგ ტრიბუნა თორნიკე რიჟვაძეს დაეთმო. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ხაზი პროგრამულ პრიორიტეტებს გაუსვა, რის განხორციელებასაც ის გუნდთან ერთად გეგმავს.