საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს პასუხს კითხვაზე მიიღებს თუ არა მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამით სამსახურს უწევს როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს. ამბობს, რომ ''ქართული ოცნება'' კანდიდატის დასახელებისას მის ფაქტორს ითვალისწინებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს უმრავლესობა სუსტ კანდიდატს შეარჩევს, თუ ჩაერთვება საპრეზიდენტო მარათონში, კონკურენტი უფრო ღირსეული იქნება.
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის ეს მდგომარეობა გააქტიურების მოტივი უნდა იყოს. ამის მაგალითად მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის შერჩევის პროცესი დაასახელა და თქვა, რომ კონსულტაციების დასაწყისში უმცირესობას კანდიდატი არ ჰყავდა შერჩეული. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა სამოქალქო საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა.