დუალური სწავლების მეთოდოლოგიასა და სპეციფიკას ეცნობიან პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. დღეს მათთვის საინფორმაციო ტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც დღეს შეხვედრა გაიმართა დამსაქმებლებთან.
ამ კატეგორიაში ძირითადად სასტუმრო სექტორია, სადაც პროფესიული სასწავლებლების ''ბლექსისა'' და ''ახალი ტალღის'' სტუდენტები პრაქტიკას გადიან. ეს ორი საგანმანათლებლო დაწესებულება საპილოტე რეჟიმში მეორე წელია ახორციელებს პროექტს. საქართველოს განათლების სამინისტროსა და პარტნიორ კომპანიებთან ერთად ისინი გამოცდილებას სხვა სასწავლებლებს უზიარებენ.
დუალური განათლება სწავლების ის მოდელია, რომელიც სტუდენტს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პარალელურად დასაქმების ადგილას პრაქტიკულ კურსს სთავაზობს. სტუდენტი დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ღებულობს.