თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

21 იანვარი 2025, 16:59 321 ნახვა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა.

ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმრო 161-ნომრიანია. სასტუმროს განლაგებამ საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.

მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი