"სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა"-ს თანამშრომლები გაიფიცნენ

21 იანვარი 2025, 12:55 1325 ნახვა

"სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა"-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულია ბათუმისა და ხელვაჩაურის სერვისცენტრების დაახლოებით 250-მდე თანამშრომელი.

ისინი ხელფასის 50%-მდე გაზრდას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა, სამუშაო ძალიან ბევრია ანაზღაურება კი შეუსაბამოდ დაბალი.

"ვითხოვთ ხელფასის ზრდას. ძალიან ბევრი აბონენტი გვყავს და შესაბამისად სამუშაოც ბევრია, ხელფასი კი შეუსაბამოდ დაბალი. ხელფასის მატება შარშანაც უნდა მომხდარიყო, თუმცა არ მომხდარა. კომპანიას ხელფასის მატების თაობაზე  წერილობითაც ვაცნობეთ, პასუხად გვითხრეს, რომ 2026 წლამდე ხელფასის მატება არ იქნებოდა. ამიტომ გადავდივართ გაფიცვის რეჟიმში და ვიხსნით ყველანაირ ვალდებულებას.  ვითხოვთ დაახლოებით 50%-მდე ხელფასის მატებას. 1080 ლარია ჩვენი ხელფასი, რაც ძალიან ცოტაა. ჩვენ მენეჯმენტსაც მივმრათეთ, რომ თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდებოდა გავიფიცებოდით",- აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

კომპანიის წარმომადგენლები გაფიცულ თანამშრომლებს  შეხვდნენ და განუმარტეს, რომ  ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა ვერ მოხერხდება.

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მოთხოვნის შესრულებამდე გაფიცვის რეჟიმში რჩებიან და არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვა რეგიონებიდან კოლეგებიც შეუერთდნენ.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი