საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სასტუმრო “შერატონთან”

21 იანვარი 2025, 21:14 174 ნახვა

ამ წუთებში სასტუმრო "შერატონთან"  აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები სასტუმროს ადმინისტრაციისგან, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროვებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სასტუმროს ადმინიატრაციაში მათ უთხრეს, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა "შერატონიდან" პროკურატურამ ამოიღო. 

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას სასტუმრო "შერატონში" 15 იანვარს დაესხნენ თავს. 

ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას "ქართული ოცნების" წევრებს ედავებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი